weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში - დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის

23:07 სამშაბათი, 29 ოქტომბერი 2019

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წელს, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის.

ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ფული, გადავცემთ სპეციალურ საგანმანათლებლო ბროშურებს და ასევე სერთიფიკატს, რომ მათ გაიარეს ერთდღიანი შეხვედრა-ტრენინგი.

დაზოგვის ჩვევის გამოსამუშავებლად მთავარია სამომავლო დანახარჯების წარმოდგენა და ხელშესახებ მიზნად ქცევა. ადამიანებს გვჩვევია ე.წ „შავი დღისთვის“ ფულის შეგროვება, არადა ამასაც არასდროს ვაკეთებთ. დროა ეს დადებით კონტექსტში გადავიტანოთ და #თეთრიდღისთვის - ხელშესახები მიზნისთვის - დავიწყოთ დაზოგვა.

მე ვაგროვებ #თეთრიდღისთვის არის საქართველოში 2019 წელს ფულის დაზოგვის დღის მთავარი გზავნილი. აიღეთ თეთრი ფურცელი, დაფიქრდით და ჩამოწერეთ რისთვის დაგჭირდებათ ფული სამომავლოდ, მობრძანდით ფინკა ბანკის ფილიალში, გახსენით დეპოზიტი, რომელსაც დაარქმევთ თქვენი მიზნის სახელს და დაიწყეთ დაზოგვა - ფინკა ბანკი კი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ. დეპოზიტების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.finca.ge     

გახსოვდეთ, შენახული თითო თეთრიც გვაახლოვებს #თეთრიდღის მიზანთან!

R - ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]