weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Ryanair-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

13:17 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019

მსოფლიოში უმსხვილესმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.

Ryanair-ი ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში ორ-ორი სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში ოთხჯერ რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400-ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]