weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

15:33 ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლის აგვისტოდან მუშაობდა.

„დღეისათვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბიზნესს აქვს. შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის მცირე ბიზნესს განსაკუთრებით. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა დაუშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის წარდგენისას თქვა, რომ მიხეილ დაუშვილის მთავარი ამოცანა ბიზნესის მხარდაჭერა იქნება.

„თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი, მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთში იქნება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი“, - აღნიშნა გახარიამ.

მიხელ დაუშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე შეცვალა. ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები „პირადი გადაწყვეტილებით“ 11 ნოემბერს დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]