weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14 400 000 დოლარად გაიყიდა

13:46 შაბათი, 16 ნოემბერი 2019

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილი, 15 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 14 400 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონში შპს „საქართველოს ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა, რომელიც საინვესტიციო ჰოლდინგის „საქართველოს კაპიტალის“ შემადგენლობაშია.

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100 %-იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის შესახებ აუქციონი 16 სექტემბერს გამოცხადდა. სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14 250 000 აშშ დოლარი იყო.

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $ 6.89 ცენტს შეადგენს.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

2013 წელს მთავრობა აცხადებდა, რომ ქარის ტურბინები 34 მილიონი დოლარი დაჯდა და გორში გახსნის პარალელურად საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობდა შესაბამისი ადგილების შერჩევა. „ერთი არის თვითონ გორი დაახლოებით 100 მეგავატამდე, ერთი არის ნიგოზასთან ახლოს 40 მეგავატამდე, საჩხერე 120 მეგავატამდე და ზესტაფონში 150 მეგავატამდე. დაახლოებით 2017-ის მეორე-მესამე კვარტალში ჩვენ უკვე გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, - აცხადებდა ენერგეტიკის განვითარების ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ალტერნატიული ენერგიის წყაროს საქართველოს ელექტროსისტემის 10% უნდა აეთვისებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]