გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ბადაგი პლიუსში“, წელიწადში საშუალოდ 11 ტონა ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივი დასაქმდა.
2020 წელს საწარმოს სახელმწიფო სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ის დანერგვაში დაეხმარება.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში 74 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა ყურძნის, რძის, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.