weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა

21:03 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა.

„კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია და ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღნიშნული სექტორის დაფინანსების კუთხით. თიბისის წილი FMCG სექტორის დაფინანსებაში  367 მილიონ ლარს შეადგენს“ - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის მოცულობა 9,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები - ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებენ, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8,1 მილიარდ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს.

თუკი ზრდა წინა წლებში უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი და მაღალი აქტივობა ზაფხულის პერიოდში“ - აღნიშნავს თორნიკე კორძაია, თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსი.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

R - თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]