weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამერიკულმა გემმა ფოთის პორტში 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა

10:45 ოთხშაბათი, 04 დეკემბერი 2019

ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა.

პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია  ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

„მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. ერთი მხრივ, საქართველომ ხარისხიანი ხორბალი მიიღო, მეორე მხრივ კი, ხორბლის მონეტიზების შემდეგ, თანხები მთლიანად მიმართული იქნება საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისთვის. მომავალი წლის დასაწყისში ამერიკიდან კიდევ შემოვა ხორბალი, რომელიც  ღია, გამჭვირვალე, საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით მიეწოდება საქართველოს წისქვილ-კომბინატებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემოტანილი ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ამერიკული ხორბლის საქართველოში შემოტანა ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატებული მაგალითია.

ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში“ დაბინავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]