weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა

15:27 ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა საჯარო აუქციონის შედეგად 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.

რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთს ობიექტის შესყიდვაში 4 პოტენციური მყიდველი ეჯიბრებოდა. საბოლოოდ აუქციონში კომპანია „აიღვინისსახლმა“ გაიმარჯვა. კომპანია 2014 წელს არის რეგისტრირებული და ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო და რესტორანი „Vinotel“ ეკუთვნის. კომპანიის 100 % წილის მფლობელი ბენედიქტე ქაშაკაშვილია.

„აიღვინისსახლმა“ ვალდებულება აიღო მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის ღირებულება 45 დღეში გადაიხადოს, 42 თვეში კი ადგილზე ფუნქციონირებადი სასტუმრო შექმნას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, ბენედიქტე ქაშაკაშვილმა 2016 და 2019 წლებში „ქართულ ოცნებას“ 110 ათასი ლარი შესწირა. ბენედიქტე ქაშაკაშვილი ამავე დროს არის სვანეთის მთამსვლელთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე; შპს ბეთლემის ქოხის ხელმძღვანელი; შპს მეგაკომპლექსის დირექტორი; შპს დელტა-კონტაქტში ფლობს 16 %-იან წილს.

მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ორ კვირაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო.

„ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც საწყისი შეფასება იყო დაახლოებით 30 მილიონი ლარი. შესაბამისად, მაღალი კონკურენციის, ძალიან აქტიური და მაღალი ინტერესის შედეგად საწყისი ფასი გაიზარდა 34 პროცენტით“, - განაცხადა თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]