weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 წელს ღვინის ექსპორტი 9 %-ით გაიზარდა და 240 მილიონ დოლარს აღწევს

22:15 ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 17%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7 089 259 ბოთლი), აშშ - 48% (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168 307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708 408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (2 787 065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324 700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693 248 ბოთლი), რუსეთი - 9% (58 384 540 ბოთლი), მოლდოვა - 8 738% (625 724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96 464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83 136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92 214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34 734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297 576 ბოთლი) და ა.შ.

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17418683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5160309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4407563 ბოთლი,  „ახაშენი“ – 1577823 ბოთლი ,  „ხვანჭკარა“ – 1011887 ბოთლი, „ტვიში“ – 298509 ბოთლი და ა.შ.

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]