ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %-ით (10,7 ათასი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.
ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია „Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური - „აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.
R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია