weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

2019 წელს საქართველომ უცხო ქვეყნებიდან 3.5 მლნ დოლარის ყურძენი იყიდა

11:08 შაბათი, 25 იანვარი 2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, საქართველომ 3 485 600 დოლარის ღირებულების ახალი ან გამხმარი ყურძენი იყიდა. გასულ წელს უცხო ქვეყნებიდან საქართველოში 14 562 600 დოლარის თხილი და სხვა კაკალი შემოვიდა.

იმპორტირებული ხილიდან პირველ ადგილზე ახალი და გამხმარი ბანანია, რომლის ჯამური ღირებულებაც 21 381 800 დოლარს შეადგენს. ამას თხილი და სხვა კაკალი მოჰყვება. მესამე ადგილზეა ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი, რომლის იმპორტის ჯამური ღირებულებაც 12 613 800 დოლარია. ციტრუსებს ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი მოსდევს 3 685 900 დოლარით. იმპორტირებული ხილიდან მეხუთე ადგილზეა ახალი ან გამხმარი ყურძენი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სულ ქვეყანაში 66 097 900 დოლარის ხილი შემოვიდა, რაც 2018 წლის იმპორტთან შედარებით 12 034 900 დოლარით ნაკლებია.

2019 წელს კახეთში დაახლოებით 270 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ერთი კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნის ღირებულება 70 თეთრი იყო.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, საქართველოდან 53.2%-ით არის გაზრდილი ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის, ღოღნოშოს, ვაშლის, მსხლისა და კომშის ექსპორტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]