weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავალიანების გამო გაზის, წყლის და დენის შეწყვეტა უქმე დღეებსა და საღამოს საათებში აიკრძალა

22:43 პარასკევი, 28 ივლისი 2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებებით ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის და ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, შესაბამისი კომპანიები დავალიანების გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზს, წყალს და ელექტროენერგიას ვერ გაუთიშავენ საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, უქმე დღეებსა და უქმე დღეების წინა დღეებში.

ამ დადგენილებებით ასევე განისაზღვრა დავალიანების გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი მომარაგების აღდგენის წესიც.

კომპანიამ მომარაგების აღდგენა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00-დან 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე).

იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ) – მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.

კომპანიას ეკისრება ვალდებულება მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 დღით ადრე მაინც. კომპანია ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა.

თუ კომპანია ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. თუ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება აღნიშნული ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული ცვლილებები 27 ივლისიდან ამოქმედდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]