weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის და MY.GE-ს ინიციატივით საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი იქმნება

11:49 ორშაბათი, 10 თებერვალი 2020

თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE- ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge იქმნება.

ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას  სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ.

სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.

„სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:

საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;

გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;

ონლაინ გადახდები და განვადება;

კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;

ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;

დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;

ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.

ახალი ონლაინ სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.

პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE-ს და პროგრამა „სტარტაპერის“ წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.

Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/

საქართველოში  ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE  2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვიურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome, Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports.

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას.

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]