თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია.
თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.
2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.
პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.
უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს.
2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს.
გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი - საუკეთესო ბანკად საქართველოში.
„ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს. 2019 წელს ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
R - თიბისი ბანკის ინფორმაცია