weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოში პირველი ღვინის ჩამომსხმელი ქარხანა გურჯაანში დღემდე ფუნქციონირებს

18:26 სამშაბათი, 10 მარტი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართული მევენახეთა კონფერენციის ფარგლებში, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ღვინის ქარხნები და ღვაწლმოსილი მეღვინე-მევენახეები დაჯილდოვნდენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით მოძიებული ინფორმაციის შედეგად, სპეციალური დიპლომი გადაეცათ საქართველოს მასშტაბით პირველ ღვინის ჩამომსხმელ ქარხანას ქალაქ გურჯაანში, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას მეღვინეობის განვითარების ინდუსტრიაში - „გურჯაანი 1929“-ს და ქვევრში ღვინის დაყენების 2 საუკუნოვანი ისტორიის მქონე უძველეს ღვინის ქარხანას, რომელიც დღემდე ახდენს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ქარხანა - „შატო ზეგაანს“.

„მევენახეთა კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში, ასევე სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მეღვინე - ბითარი ბიწკინაშვილი და მევენახე - იოსებ ნატროშვილი. მათ დიპლომები გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა გადასცეს.

„ძალიან დიდია ამ ადამიანების წვლილი მეღვინეობის განვითარების ინდუსტრიაში. ისინი ემსახურებიან საქმეს, რომელიც არამხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასეთ ადამიანებზე და კომპანიებზე დგას ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

„მევენახეთა კონფერენცია 2020“ - ის ფარგლებში, რომელიც გურჯაანში გაიმართა, ვაზის, მევენახეობისა და მეღვინეობის თემაზე სპეციალური გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანტიკური ხანის ქვევრი, რომლის უნიკალურობა სწორედ მის სიძველეშია. მას აქვს რელიეფური სამი სარტყელი, არის ბრტყელძირიანი და ჩალისფერკეციანი. ასევე, წარმოდგენილი იყო პირველი აგრონომი ქართველი ქალის, ვაჩნაძიანელი ეკატერინე ჯანდიერისეული სასხლავი მაკრატელი, რომელიც მან ევროპიდან ჩამოიტანა.

კონფერენციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუზეუმებში დაცულ თემასთან დაკავშირებულ ექსპოზიციებს და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ მასალებს.

ღვინის მწარმოებლებმა კი მეღვინეობის მუნიციპალიტეტში წარმოებული ღვინოები წარმოადგინეს, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ყველა სტუმარს ჰქონდა. 

მევენახეთა კონფერენციას გურჯაანმა უკვე მეორედ უმასპინძლა.

პროექტი, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“, ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, შპს „აგრომოტორსისა“ და შპს „აგროტექნოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენციაზე, „ექსპო კახეთის“ ჩატარებაც დაანონსდა, რომელსაც მეღვინეობის მუნიციპალიტეტი 2021 წელს პირველად უმასპინძლებს.   

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]