weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით - თურნავა

18:53 სამშაბათი, 17 მარტი 2020

„მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, დღეს, მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით, პრობლემა არ არსებობს.

„გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლად და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რეალურ რეჟიმში ახორციელებს იმის მონიტორინგს, რომ არ მოხდეს საკვები პროდუქტისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე შეფერხება. მისი თქმით, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულაcიური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]