weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნება - მინისტრი

12:28 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი სამი მსხვილი კომპანიის „კულას“, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „კასპის საკონსერვო ქარხნის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებსა და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. 40 ინფიცირებული ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის გავრცელების გამო აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტია.

18 მარტიდან საქართველოში აკრძალულია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანაც. დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტები და დაკეტილია საზღვრები. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]