weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესები შეიცვალა

13:00 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლის წესები შეიცვალა.

იმ სატვირთო ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საზღვარზე მოსვლამდე მართავდა და რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან წამოვიდა, საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ეძლევა და ის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სხვა პირით იცვლება, ასევე, საბაჟო-გამშვებ პუნქტზევე, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინში ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაცაა გათვალისწინებული.

იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;

ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება“.

რაც შეეხება საქართველოს დანიშნულებით შემოსულ სატვირთოს მძღოლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების სამართავად სხვა პირით ჩანაცვლებაზე უარს იტყვიან, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთს ვერ გადმოიტანენ, თუმცა შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, სატრანსპორტო საშუალების უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილებისა და საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის თაობაზე.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. 40 ინფიცირებული ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]