weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

საქართველოში 20 მარტიდან სავაჭრო ობიექტები იხურება

22:07 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა ეპიდემიოლოგებთან ერთად გახლავთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისათვის, რომ ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში იბრძოლონ ინფიცირებულების გამოჯანმრთელებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს:

„მთავრობამ თავის დროზე შეწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დახურა საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავდივართ ახალ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან ღონისძიებების დამატებით გამკაცრებას მოითხოვს“.

გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, მთავრობა შეძლებს რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას: „ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]