weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეცხვარეებს მოუწოდებენ ცხვრის გადარეკვა 1-ელ მაისამდე არ დაიწყონ

15:10 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი მეცხვარეებს მოუწოდებს Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის გამო, ცხვრის გადარეკვა ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე 1-ელ მაისამდე არ დაიწყონ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ონლაინ თათბირის დროს გადაწყდა, ქვეყანაში და მსოფლიოში Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცხვრის გადარეკვა ზაფხულის საძოვრებზე მოხდეს შეუფერხებლად, უსაფრთხოების წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია და გადარეკვა დავიწყოთ 1-ლი მაისიდან. ამ დროისთვის იქნება მზად ბიოუსაფრთხოების ყველა პუნქტი, სადაც ისარგებლებთ უფასოდ. სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ უზრუნველყოფს გასაბანებელ საშუალებას და წყალს“, - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, ავტოტრანსპორტით საქონლის გადაყვანა, არსებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია 1-ელ მაისამდეც.

საქართველოში ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი ფუნქციონირებს. ბიოუსაფრთხოების პუნქტი შემოღობილი, ბეტონის საფარით მოწყობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები და ვეტპუნქტი. აქ როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება ხდება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას.

ცხვრის გადარეკვა ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე, ძირითადად თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ხევში, მთიულეთსა და ჯავახეთში, 20 აპრილიდან იწყება და მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]