weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

80 აგრარული ბაზრიდან, უმეტესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - მინისტრი

13:35 სამშაბათი, 28 აპრილი 2020

„საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა, უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად; შესაბამისად, ჩვენ არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგისტრირებული აგრარული ბაზარი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ფუნქციონირება განაახლონ, ბაზრები უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენილ მოთხოვნებს - ეს ეხება მოვაჭრეთა მიკვლევადობას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარიულ ზედამხედველობას; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარება, თერმოსკრინინგი, პირბადეების აუცილებელი ტარება და სხვა, რომელსაც ითვალისწინებს საგანგებო ვითარება.

„ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა აღნიშნული წესების დაცვით, ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტებს და კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბი, რომელიც თითოეულ რეგიონშია შექმნილი გუბერნატორების ხელმძღვანელობით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ თელავის აგრარული ბაზარი 3000 ლარით დააჯარიმა. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თელავის ბაზრის ადმინისტრაციამ დადგენილი რეკომენდაციები არ შეასრულა და ბაზარი თვითნებურად გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]