weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას 5 მაისიდან განაახლებენ

12:47 ორშაბათი, 04 მაისი 2020

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულები არიან სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას 5 მაისიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს.

„მინდა, მოვუწოდო თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გახარიას განცხადებით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც: „ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს“.

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223, გარდაცვლილია 9, კარანტინის რეჟიმშია 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პაციენტი.

საქართველოში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]