weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„თურქეთის ავიახაზები“ ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს

16:32 ოთხშაბათი, 06 მაისი 2020

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე თურქული ავიაკომპანია 22 მიმართულებით 19 ქვეყანაში იფრენს, მათ შორის საქართველოში.

ფრენების აღდგენა იგეგმება შემდეგ ქვეყნებში: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, საქართველო, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

ყოველკვირეულად 75 რეისი შესრულდება, ივლისსა და აგვისტოში კი რეისების დამატება იგეგმება.

„თურქეთის ავიახაზებმა“ 28 მაისამდე ფრენები კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]