weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადგილობრივი ტურიზმის სერვისები 15 ივნისიდან გაიხსნება

17:16 ხუთშაბათი, 07 მაისი 2020

საქართველო 15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან მზად ვიქნებით, რომ უცხოელი ტურისტები მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე - უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

„ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის და ინფრასტრუქტურას, რომ უცხო ქვეყნიდან სტუმრები მიიღოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავდდება წლის ბოლომდე. „აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.  მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა, დარგის განვითარებისთვის“, -  აღნიშნა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]