weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

12:28 პარასკევი, 15 მაისი 2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც  ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე  თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ  სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]