weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფერმერები დიზელის საწვავის შეძენას „სოკარის“ ბაზებიდან 1.07 ლარად შეძლებენ

14:48 პარასკევი, 15 მაისი 2020

ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული აქვთ არანაკლებ 0.25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასში მიიღებენ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა.

ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამით განსაზღვრული რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული ფასი ცვალებადია და ყოველთვიურად იცვლება, მისი ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასზე.

დღეის მონაცემებით „სოკარის“ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში დიზელის ფასი შეადგენს 2.06 ლარს. მაისის თვის მდგომარეობით კონსოლიდირებულის ფასი დიზელზე გახლავთ 1.32 ავტოგასამართ სადგურებზე და 1.27 საბითუმო ბაზებზე. შესაბამისად,

პროგრამის ფარგლებში მაისის თვეში ფერმერები შეძლებენ საბითუმო ბაზებიდან 1.07 ლარად შეიძინონ აგროდიზელი, ხოლო ავტოგასამართ სადგურებზე 1.16 ლარად შეიძინონ საწვავი.

საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა ეტაპობრივად 20 მაისიდან დაიწყება. იურიდიული პირები საწვავის ფასდაკლების ბარათების მიღებას შეძლებენ 1-ლი ივნისიდან. ეტაპობრივად მოხდება საწვავის გაცემაც. ნებისმიერი ფერმერი 1-ელ ივლისამდე შეძლებს მხოლოდ 100 ლიტრი საწვავის ფასდაკლების ბარათის განაღდებას, 1-ლი ივლისის შემდგომ ნებისმიერი რაოდენობით. საბითუმო ცენტრებში შესაძლებელია მხოლოდ 1500 და მეტი ლიტრის საწვავის ფასდაკლების ბარათის განაღდება.

ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება დღეს გაფორმდა. მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შერჩევის დროს, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ სამინისტროს დიზელის საწვავი ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]