weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს კარდენახის ღვინო „ახოები“ დაემატა

14:14 შაბათი, 30 მაისი 2020

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა. „ახოები“ წითელი მშრალი  ღვინოა. მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს.

„ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ახოების მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ყავისფერი, კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი თვისებები  განაპირობებს ღვინო „ახოების“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებსა და გამორჩეულობას.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ  „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი და ახოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]