weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სუ 25“თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება კომერციული პროექტი გახდეს - ღარიბაშვილი

10:05 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს - ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა. მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს იჩენენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე - ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენივე ქარხნით - „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე - სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები. არ გამოვრიცხავთ, ასევე, სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზების ერთიანი სტანდარტით მოწყობაზეც ისაუბრა: „ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული. პრაქტიკულად, წლების განმავლობაში, არამხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი. რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე დაიხარჯება.

გადაცემაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული ვაზნების ქარხნის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება: „უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]