weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1 ივლისიდან მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 300 ლარი გახდება

18:17 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ, ხოლო მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა შევეხო ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელშიც გადაზღვეულია, როგორც ქვეყნაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა ასევე, ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შეგხვდეს.

ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ პირველი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პენსიაგარანტირებულად, ყოველწლიურად გაიზრდება: „ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია გარანტირებულად შესთავაზოს პენსიონერებს“.

 

ამ თემაზე:

პარლამენტმა მთის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]