weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩოხატაურში XIX საუკუნის ბოლოს აშენებულ ოდა-სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Photos]

15:54 პარასკევი, 12 ივნისი 2020

ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში 1912-1914 წლებში აშენებულ კალანდაძეების კუთვნილ ოდა-სახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ოდა-სახლის შესახებ ისტორიულ ინფორმაციასა და ფოტოსურათებს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გადმოცემის თანახმად, ოჯახის უფროსს, შეძლებულ ვაჭარს-გიგო კალანდაძეს მასალა და ავეჯი საფრანგეთიდან გამოუწერია.

„საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია და კარგადაა მორგებული არსებულ რელიეფს. პირველი სართულისთვის ქვიშაქვის კვადრები, აგური, რიყის ქვა და კირის ხსნარია გამოყენებული. ქვითკირის მასიურ კედლებზე დაშენებულია ხის სართული, რომელიც ნაწილობრივ კარგად გათლილ ქვის სვეტებს ეყრდნობა. სახლი მთლიანად მარსელის კრამიტითაა გადახურული.

პირველ სართულზე არსებულ, კვადრატული ფორმის დიდ სათავსოს სამეურნეო ფუნქცია ჰქონდა, მეორე სართულზე კი სხვადასხვა ზომის ათი საცხოვრებელი ოთახი და ხის ჭვირული დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ფართო, მოხატული აივანია. ასევე მოხატულია თითქმის ყველა ოთახის ჭერი და კედლები.

ინტერიერში მხატვრობა შესრულებულია პირდაპირ ხეზე, გრუნტის გარეშე, გამოყენებულია როგორც ზეთის, ასევე წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები. ნახატი ძირითადად შაბლონური ხასიათისაა, ვხვდებით როგორც მოდერნის სტილის დახვეწილ ორნამენტებს, ასევე თემატურ და ხალხურ მოტივებზე შექმნილ კომპოზიციებს. ზოგან შემორჩენილია მოხატული იატაკის ფრაგმენტებიც. მეორე სართულის ოთახებში დეკორატიული ნაძერწობით მორთული ხუთი ბუხარია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ICOMOS-ი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ასოცირებულია UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსების და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და განვითარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]