weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

09:43 ორშაბათი, 15 ივნისი 2020

დღეს, 15 ივნისს, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი ამოქმედდა, რაც გულისხმობს შიდა ტურიზმის გახსნას და სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას.

დღეიდან ვიზიტორების მიღება განახლდება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. COVID-19 პანდემიის პირობებში, ვიზიტორებს მოეთხოვებათ შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში) ეკეთოთ პირბადე და დაიცვან ფიზიკური დისტანცია - მინიმუმ 2 მეტრი. გარდა ამისა, ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად მხოლოდ 5 ვიზიტორის ყოფნა. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მოგზაურებს ურჩევს, ვიზიტორთა ცენტრებში თანხა უკონტაქტო გზით გადაიხადონ ან ბილეთები დისტანციურად შეიძინონ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობა საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]