weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ განმეორებით აუქციონზე „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იყიდა

17:18 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქონება განმეორებით აუქციონზე 21 716 383 ლარად გაიყიდა. აუქციონში, რომელიც დღეს, 16.00 საათზე დასრულდა, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ განმეორებით აუქციონზე „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქონება ორ ნაწილად (ლოტად) იყო წარდგენილი: სამეურვეო ქონება, რომლის საწყისი ფასი 21 174 771 ლარს შეადგენდა (ბიჯის ოდენობაა 541 612 ლარი), და კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სულ 198 900 ლარად არის შეფასებული.

ქონების გაყიდვაზე აუქციონები 1 აგვისტოს, 16:00 და 17:00 საათზე დასრულდა. პირველ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მონაწილე - „ენერგო პრო ჯორჯია“ დაფიქსირდა, რომელმაც კომპანიის ქონება 21 716 383 ლარად იყიდა.

მეორე ლოტში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გამარჯვებულის საბოლოო შეთავაზებამ კი 286 416 ლარი შეადგინა. ორივე შემთხვევაში ქონების მყიდველმა თანხა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე ლიტვური კომპანია ახემა ჯგუფი ფლობდა, რომელსაც კომპანია იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ საინვესტიციო პირობები ვერ შეასრულა და დავალიანება დაუგროვდა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს. კომპანიას დაახლოებით 122 ათასი აბონენტი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]