weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

200-ლარიან კომპენსაციას ისინიც მიიღებენ, ვინც 2019 წლის ბოლო 6 თვეში 3 თვე უწყვეტად მუშაობდნენ

16:00 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების პერიოდში მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვთ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე არ იღებენ ხელფასს.

დადგენილების პირველი ვერსიის მიხედვით, აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან ხელფასს აღარ იღებდა.

მთავრობის №286 დადგენილების საბოლოო ვერსიაში ვკითხულობთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს „დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო)“.

ზემოთ დასახელებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაცია გაიცემა მაისიდან, თვეში 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე.

დამქირავებლებმა ასეთი პირების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]