weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისრაელთან მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში აღდგეს

13:02 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის მიმოსვლა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერებულია, შესაძლოა აგვისტოში აღდგეს.

ლაშა ჯვანიას ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების მონაწილეობით ონლაინ შეხვედრა შედგა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე.

„როგორც ჩანს, ეს აგვისტოში მოხდება და დამოკიდებულია ორივე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე“, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ტურიზმის გახსნას პირველი ივლისიდან აანონსებს. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმებოდა, თუმცა, 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურისტების მიღებაზე მიღწეულ შეთანხმებას, ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ხელი აღარ მოეწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]