weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისი ბიზნესისთვის და აწარმოე საქართველოში ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

12:49 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის, დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ.

პროექტი ბიზნესსესხით სარგებლობისას უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. სესხის მინიმალური მოცულობა - 50 000 ლარია, მაქსიმალური კი - 5 მლნ ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს.

პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება - 12 მლნ ლარს.

ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც COVID-19-ის ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ცხელი ხაზის - 2 27 27 27 საშუალებით.

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]