weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რქაწითელისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარის პირდაპირი სუბსიდია იქნება – დავითაშვილი

17:11 პარასკევი, 26 ივნისი 2020

„არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რომ ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს და რეალიზაციის პრობლემა არ იყოს“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებით.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა წელს დაახლოებით 40 მილიონ ლარს გამოყოფს იმისთვის, რომ ფერმერებს რქაწითელის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. მინისტრის ინფორმაციით, რთველის ღონისძიებების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ დადგენილებას მთავრობა მომავალ კვირაში მიიღებს.

„იყო სპეკულაცია, რომ ხელისუფლება მორიგ ჯერზე მიატოვებს მოსახლეობას რთველის პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის ხელისუფლება, რომელმაც მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი და ეს სფერო განვითარების სხვა დონზეზე ავიდა. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ ფერმერების მიერ მოწეული მოსავალი ბოლო კილოგრამამდე დაბინავებულია პრობლემების გარეშე.

სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია და წელსაც გათვალისწინებულია დაახლოებით 40 მილიონლარიანი პირდაპირი, ფასისმიერი სუბსიდია, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, იმიტომ, რომ ძირითადად ჭარბი ეს არის და პრობლემები ძირითადად რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარებას უკავშირდება ხოლმე.

ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი არის წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებოებული ღვინოები – წითელი ღვინოები და მხოლოდ 20-30%-ია თეთრი, ამ შემთხვევაში დისპროპორციულია წარმოება. წელს 180 ათას ტონაზე მეტი ინდუსტრიულად გადასამუშავებელი რქაწითელის მოსავალია მოსალოდნელი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ღვინის სექტორს გაყიდვებთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვები 10-15%-ით არის შემცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]