weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვე გადასახადისგან გათავისუფლდებიან – რიჟვაძე

14:34 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრ „ბათუმში“ (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დასაქმებული მცირე მეწარმეები ხუთი თვით გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც, მათ შორის, ტურისტული სეზონის არასრულყოფილად მიმდინარეობისას დაზარალდნენ და ვერ იღებენ შემოსავლებს. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრი „ბათუმის“, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან, ხუთი თვის ვადით. ასევე, მოვახდინეთ კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეებთან და მათაც გამოხატეს მზადყოფნა, რომ შესაბამისი შეღავათები გაავრცელონ იქ მომუშავე ადამიანებზე.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო საჯარო დაწესებულება, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გადასახადები გავზარდოთ... ის კონკრეტული მოცემულობა, როცა ერთპიროვნულად ხდება გარკვეული ზრდა ამ გადასახადების, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ჩვენამდე მოდის და ბუნებრივია, შესაბამისი რეაქცია გვექნება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ტურიზმის შეფერხების გამო პრობლემა შეექმნათ სეზონურ მოიჯარეებს, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რის გამოც აჭარის მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათთვის შეღავათის გაკეთების შუამდგომლობით მიმართა.

„შუამდგომლობით მივმართეთ ქობულეთის, ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიებს. დღეს უკვე თვითმმართველობები იმსჯელებენ მათთვის [მოიჯარეებისთვის], პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით კონკრეტული ხელშეკრულებების გაგრძელებაზე და ეს იქნება შეღავათი, რომ როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გადაიარონ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, მაღალმთიან აჭარაში ძლიერი სეტყვით დაზარალებული 900-ზე მეტი ოჯახი და ფერმერი ზარალის კომპენსაციას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]