weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ვიზეარი“ არსად გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას ფრენების გაგრძელებაზე – თურნავა

13:05 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უარყოფს გავრცელებულ ინფრმაციას იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას აუქმებს და საქართველოს ბაზრიდან გადის.

ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია არსად გადის და საქართველოში „თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს“.

„ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას. მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ „ვიზეარიც“ უახლოეს საათებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, „ვიზეარი“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო.

„კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული“, – განაცხადა თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]