weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფინკა ბანკმა „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადარიცხა

11:28 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა. ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ფინანსური გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე, მათ შორის-საქველმოქმედო დონაციებზეც, რაც ფონდში შემცირებულ შემოწირულობებზეც აისახა. თითოეული ბენეფიციარის გადასარჩენად კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების გაერთიანება და „სოლიდარობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერა.

ფინკა ბანკის მენეჯმენტისა და თანამშრომლების გადაწყვეტილებით „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადაირიცხება. ამით გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერასა და თანადგომას ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც ამ მძიმე სენთან ბრძოლაშია ჩართული.

R - ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]