მეწარმეებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ 50 ათასიდან 5 მილიონ ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, პროექტში ჩართვისთვის რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.
პროექტში მონაწილება შეუძლიათ იმ გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის შემდეგ დარგებში მუშაობენ: ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკონსერვება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება; ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება; რძის გადამუშავება და ყველის წარმოება; მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება; სუნელების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის; ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება; ჩაის გადამუშავება; ტყავის წარმოება.
„თიბისი ბანკის“ აგრო და საოჯახო მეურნეობების მართვის გუნდის წევრი შოთა გონგლაძე აცხადებს, რომ საქართველოში აგრობიზნესის დაფინანსების მიმართულებით „თიბისი ბანკი“ ლიდერია. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, „თიბისი ბანკს“ 11 ათასზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო აქვს დაფინანსებული. „თიბისი ბანკი“ ლიდერია აგროსექტორში სტარტაპების დაფინანსების მიმართულებითაც. 2016 წლიდან ბანკი გასცემს სტარტაპ აგრო სესხებს, რომელიც გრძელვადიან საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს. შოთა გონგლაძე განმარტავს, რომ ასეთ სესხს ფერმერი ფარავს არა მიმდინარე, არამედ განხორციელებული ინვესტიციებიდან სამომავლოდ მიღებული შემოსავლებით.
„ამ მიდგომით უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ დაფინანსების მიღება იმ პირებისთვის, ვისაც არასაკმარისი შემოსავლების გამო არ შეეძლოთ საჭირო მოცულობის სესხის აღება მსხვილი და გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორიცაა მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმის მოწყობა და სხვა მსგავსი მიმართულებები“, – ამბობს შოთა გონგლაძე.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობას, შოთა გონგლაძის განცხადებით, „თიბისი ბანკი“ ყოველთვის ცდილობს ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ახალი საშუალებები და შესაძლებლობები შექმნას. ახალი ინიციატივის შესახებ შოთა გონგლაძემ ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
– ბატონო შოთა, რას გულისხმობს ახალი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს?
– გადამამუშავებელი წარმოების შექმნა ან/და არსებული საწარმოს განვითარება დაკავშირებულია მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასთან. მსგავსი პროექტებისთვის საკრედიტო რესურსის მოზიდვისას საჭირო ხდება გარკვეული ქონების უზრუნველყოფის სახით წარმოდგენა. არასაკმარისი უზრუნველყოფის გამო შესაძლოა მსესხებელმა ვერ მიიღოს ფინანსური ინსტიტუტიდან იმ მოცულობის კრედიტი, რაც მსგავსი სახის ინვესტიციების განსახორცელებლადაა საჭირო. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით „საკრედიტო-საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მსესხებელი მიიღებს უზრუნველყოფის გარანტიას 90 %-ის ოდენობით.
– ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
– „საკრედიტო-საგარანტიო სქემის“ პროგრამით სარგებლობა და ამავდროულად „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინასების მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვართონ არსებული საწარმოს გაფართოების ან ახალი საწარმოს მოწყობის დასაფინანსებლად.
– რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მეწარმემ პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
– დამატებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. მთავარია მსესხებელს წარმოდგენილი პროექტი სიღრმისეულად ჰქონდეს გაანალიზებული, სწორად გეგმავდეს სრულ საწარმოო ციკლს, პროექტის განხორციელების ვადებს და აკმაყოფილებდეს თიბისი ბანკის სესხის გაცემის სტანდარტულ პირობებს.
– რამდენპროცენტიანი იქნება ეს კრედიტი და მაქსიმუმ რა ვადით გაიცემა?
– სესხი გაიცემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, რაც ითვალისწინებს 48 თვის განმავლობაში სესხის ძირზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას. რაც შეეხება სესხის ხარგრძლივობას, შემოსულ პროექტებს დავაფინანსებთ 10 წლამდე ვადით, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია წარმოდგენილ პროექტის სპეციფიკაზე.
– რა ვადებში უნდა მოხდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენლი პროექტის განხორციელება?
– პროექტი უნდა ითვალისწინებდეს წარმოების დაწყების ან/და მომსახურების მიწოდების ვადებს. ახალი საწარმოების გახსნის შემთხვევაში ეს ვადა სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 24 თვით განისაზღვრება, ხოლო არსებული საწარმოს შემთხვევაში - 12 თვით.
– შეზღუდულია თუ არა დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა?
– ასეთი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. დღეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა გვაქვს. ახლა იმდენად აუცილებელია აგრო სექტორში გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობა, რომ მსგავსი მიდგომა არ იქნებოდა გამართლებული. გარდა ამისა, იმედი მაქვს ერთსა და იმავე დარგში მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს კონკურენტული პროდუქციის წარმოებას ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის.
– რა შედეგებს ელით ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად?
– დღეს აგრო სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები ფერმერის/მეწარმის არასაკმარისი შემოსავალი და არასაკმარისი უზრუნველყოფაა. პირველის საფუძველზე ხდება კრედიტის ძირის და საპროცენტო განაკვეთის გადახდის დაგეგმვა, ხოლო წარმოდგენილი ქონებით განსახორციელებელი ინვესტიციისთვის საჭირო მოცულობის კრედიტის უზრუნვლყოფა. ერთის მხრივ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მეორეს მხრივ, „საკრედიტო-საგარანტიო სქემის“ პროგრამის არსებობა უნიკალური შესაძლებლობაა ახალი ბიზნესის დასაწყებად ან/და არსებული წარმოების განვითარებისთვის. სწორედ ამ მოცემულობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზრდება საკრედიტო ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად დაფინანსებული პროექტების რაოდენობა გადამამუშვებელ სექტორში.
– აგრობიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით „თიბისი ბანკს“ კიდევ რაიმე სიახლე ხომ არ აქვს?
– ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ძლიერი აგროსექტორი შექმნას. ამისთვის მუდმივად ვცდილობთ აგრო წარმოების ჯაჭვის თითოეული რგოლისთვის შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მათ განვითარებაში დაეხმარებათ. აგრობიზნესის განვითარებისთვის არაფინანსური მხარდაჭერა, საგანმანათლებლო-საინფორმაციო მიზნით, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. მომავალში ორივე მიმართულებით ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ აგრობიზნესით დაინტერესებულ და უკვე ჩართულ პირებს.
– დაბოლოს, რა გავლენა იქონია COVID19-მა აგრობიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თიბისი ბანკის საქმიანობაზე?
– ძალიან კარგი კითხვაა, მინდოდა კიდეც ამ საკითხზე გამესვა ხაზი და ხმამაღლა მეთქვა - ახალი Covid-19 პანდემიის პერიოდში აგრობიზნესის დაფინანსებისას შეზღუდვები არ დაგვიწესებია, მათ შორის ჩვეულ რეჟიმში გავცემდით დაფინანსებას სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში. შემიძლია მეტიც გითხრათ, სწორედ პანდების პერიოდში ჩავერთეთ მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული პროგრამის კომპონენტებში. მაგალითად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან გავაფორმეთ ხელშეკრულება შეღავათიანი აგროკრედიტის ახალ კომპონენტში - საბრუნავი საშუალებების დაფინანსება ერთწლოვანი კულტურებისთვის. ეს შესაძლებლობა ბევრმა ფერმერმა წარმატებით გამოიყენა მიმდინარე სამუშაოების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, აგრო მეურნეობებს და გადამამუშვებელ საწარმოებს აღებული სესხები პანდემიის პერიოდში მძიმე ტვირთად რომ არ დაწოლოდათ, 3 თვით გადავუვადეთ დაგეგმილი გადახდები.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს, „თიბისი ბანკის“ სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის შეუძლიათ მიმართონ ბანკის ფილიალებს და წარადგინონ პროექტები, ან საპროექტო განაცხადი შეავსონ ელექტრონულად, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/31EjH89
R - თიბისის ინფორმაცია