weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

აშშ-ს დახმარების 15% საქართველოს შესაძლოა შეუჩერდეს

17:38 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფისკალური წლისთვის, რომელიც 2021 წლის 30 სექტემბერს სრულდება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა, თუმცა ამ თანხის 15%-ის (19 803 750 აშშ დოლარი) გამოყოფის ვალდებულება შესაძლოა შეჩერდეს, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს, რათა:

  • გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები
  • ებრძოლოს მთავრობაში კორუფციას, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით
  • უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით - საქმიანობა განახორციელონ შევიწროვების გარეშე და მოახდინონ საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზება.

ამასთან, დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ.

კანონპროექტის თანახმად, დახმარების შეჩერება შეიძლება არ მოხდეს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]