weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

11:21 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დღეისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს უპირობოდ გაუხსნეს საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს ხუთი სახელმწიფოსთვის. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღღვრულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებსაც“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტის განხორციელება მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით შეეძლებათ.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, მათ შორის, თითოეულმა მგზავრმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ანკეტაში აღნიშნული იქნება, სად აპირებს ვიზიტორი დროის გატარებას და დარჩენას საქართველოში ყოფნის პერიოდში, მითითებული იქნება მისი საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა ცნობები.

„მათი თანხმობის შემთხვევაში ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს, თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში პროაქტიულ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრის ჯგუფი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, ხოლო იმ ქვეყნების მოქალქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში – ზემოთჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა – ან დაუწესეს სხვადასხვა შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

„ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ვქვეყნის გარდა, იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვარი უპირობოდ გახსნეს, გრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები – ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვებია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

ზოგიერთმა ქვეყანამ – იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია – საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]