weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთში ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

11:08 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს და ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილმა გამოფენამ დიდი ინტერსი გამოიწვია დამთვალიერებლებს შორის. მისივე თქმით, გამოფენა ძალიან დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.

ქალაქი ბორდო ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად ითვლება, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრი (Cité des Civilisations Du Vin) განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]