weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისი-ვარშავა-თბილისის და თბილისი-რომი-თბილისის რეისებს Myway Airlines შეასრულებს

10:31 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

ავიაკომპანია Myway Airlines-ი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით 13 ივლისს, ხოლო თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით – 17 ივლისს შეასრულებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავიაბილეთების რეალიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება. კომპანია მგზავრებს აფრთხილებს, რომ თუ ბილეთის შეძენას უფრო ძვირად შესთავაზებენ, მაშინ მათ Myway Airlines-სთან პირდაპირი კავშირი აქ აქვთ.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, მისამართზე: www.mywayairlines.com“, – აცხადებს კომპანია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისები ივლისში ბარსელონის, პარიზისა და ათენის მიმართულებითაც განხორციელდება.

კომერციულ ჩარტერულ რეისებს ქართული ავიახაზები („აირზენა“) ვენის, ამსტერდამისა და თელავივის მიმართულებით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]