weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

რქაწითელსა და კახურ მწვანეზე მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება – გახარია

11:22 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც რქაწითელი და კახური მწვანეა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

გახარიას თქმით, რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება.

„ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიღებული აქვს. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურების აუცილებლობა შეიქმნა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე - რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 80 თეთრი იქნება. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა, კრიზისის პირობებში, რაც შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კრიზისის პირობებში ქართველი ფერმერი გაეძლიერებინა.

„გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა, ქართული, ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის ძალიან სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის. ამიტომ, შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა, სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]