weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

15:02 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

„მოხარული ვარ, რომ თიბისი FTSE4Good ინდექსში მოხვდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი. თიბისი საქართველოში უდიდესი ფინანსური ინსტიტუტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაგალითი მივცეთ სხვა კომპანიებსაც. სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების და გარემოს წინაშე, რათა ყველა ჩართულ მხარესთან პირნათელი და ანგარიშვალდებული ვიყოთ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

FTSE4Good ინდექსის სერიები საერთაშორისო სარეიტინგო ინდექსია, რომელიც თანამედროვე კომპანიებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ორგანიზაციებს თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობით პრაქტიკების მიხედვით ზომავს და ინდექსს ანიჭებს. გამჭირვალე მენეჯმენტი და მკაფიოდ განსაზღვრული გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა ის კრიტერიუმებია, რომელიც კომპანიების საინვეტიციო პოტენციალს განსაზღვრავს. 

კომპანიები FTSE4Good ინდექსს ძირითადად შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ისეთი ფინანსური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირებულია მდგრად ინვეტიციებზე, სხვა გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი კომპანიების აღმოსაჩენად და მდგრადი ინვესტიის პორტფელების შესადარებლად.

R - თიბისის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]