weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ივლისში საქართველოს მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

12:23 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი - 982 487 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მონაცემი საქართველოს ისტორიაში ჯერ არცერთ თვეში არ დაფიქსირებულა.

ივლისის თვის მაჩვენებლით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519 349 შეადგინა, რაც 128 651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა + 32.9%).

ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან (+13.8%), თურქეთიდან (0.6%) და ირანიდან (85.8%) განხორციელდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. მათ შორის ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, საქართველოს იანვარ-ივლისში 3 978 657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572 195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8%). იანვარ-ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 1 829 331 შეადგინა, რაც 423 816-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%) და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%.

პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს, რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილის მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.

იანვარ-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 951 335 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიირ მაჩვენებელთან შედარებით 33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, 2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]