weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოთხ თვეში რუსთავში 3000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – გახარია

17:22 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე.

გახარიას თქმით, 3 000 სამუშაო ადგილი ზუსტად ოთხ თვეში შეიქმნება.

„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი“ იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ.

ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“,
– თქვა გახარიამ.

მთავრობის ინფორმაციით, რუსთავის საწარმო - „ქართლი ტექსტილი" სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს. რუსთავში მდებარე ტერიტორია კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი“ მთლიანი ინვესტიციის, ანუ 20 მილიონი ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

„ქართლი ტექსტილი“ კომპანია „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. მთავრობის ცნობით, „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მილიონზე მეტ ერთეულ პროდუქციის აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს. ის თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ.

„აჭარა ტექსტილს“ 3500 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]