weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

74 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება

16:59 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა 74 სოფელი, სადაც გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად დამატებით 17 833 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი გამოიყოფა.

გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდება შემდეგ სოფლებში:

  • თელავის მუნიციპალიტეტი - სოფლები ფშაველი, ლალისყური და ლაფანყური;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - სოფლები დავითიანი, შეერთება, ქვემო და ზემო გურგენიანი, ზემო ხიზა და ხიზაბავრა;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - სოფელი უჯარმა;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი - სოფლები დისველი, ტანძია, აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, მამხუტი, ქვემო და ზემო არქევანი, ხატავეთი და გეტა;
  • დმანისის მუნიციპალიტეტი - სოფელი პატარა დმანისი;
  • გორის მუნიციპალიტეტი - სოფლები ქვახვრელი, სკრა, უფლისციხე, ახალხიზას, ხიდისთავი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი - სოფლები ზედა გორა, ზედა ბზვანი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - სოფელი ალავერდი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - სოფელი შამგონა;
  • კასპის მუნიციპალიტეტი - სოფლები თელიანი, დოესი, გარიყულა, სასირეთი, თელათგორი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - სოფლები ლესა, ქვემო და ზემო ჩიბათი;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტი - სოფელი მუხათგვერდი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - სოფელი ასკანა;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი - სოფლები შუა ნოსირი, თეკლათი, საგვარამიო, ახალსოფელი, ნოსირი, გეჯეთი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - სოფელი ბუკისციხე;
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი - სოფლები პატარა ფლევი, ნაცარგორა, დიდი ფლევი, ტკოცა, ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, კლდისწყარო, წეღვერი, ტიტვინისწყარო, ზემო აძვისი, ნაბახტევი, მცხეთიჯვარი, უწლევი, ალი, ბრილი, ქინძათი, ახალუბანი, დუმაცხოვი და კლდისწყარო.

მთავრობის ინფორმაციით, 55 სოფელში განხორციელდება გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული სამუშაოები, ხოლო 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.

სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013-2017 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასზე მეტი აბონენტი. 2014-2015 წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13 459 ოჯახი. გაზიფიცირების სამუშაოებზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]