weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ატმისა და ვაშლატამას 61% ექსპორტზე რუსეთში გავიდა

16:06 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (5 539 ტონა).

სამინისტროს მონაცემებით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (61% – 3 796 ტონა), სომხეთი (30% – 1 857 ტონა) აზერბაიჯანი (7% – 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (სულ 2% – 109 ტონა).

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]